დედა ამბობს, რომ შვილი მოუკლეს!-ლამარა ფოფხაძე პასუხს ითხოვს

სააგენტოში აწ გარდაცვლილი აფხაზეთის ომის მონაწილის, ნინო ფოფხაძის დედა მოვიდა და მისი თხოვნის თუ მოთხოვნის შესაბამის სტრუქტურებთან მიტანა გვთხოვა.

2016 წელს გარდაცვლილი ნინო ფოფხაძის დედა ამბობს, რომ მისი შვილი მოკლულია. მისივე თქმით 2016 წლიდან მოყოლებული უამრავი განცხადება აქვს შეტანილი სხვადასხვა სტრუქტურებში, თუმცა უშედეგოდ.

ახლა ლამარა ფოფხაძე მიმართავს პროკურატურას, პრეზიდენტს და საქართველოს მთავრობას-გასცენ შენატილ განცხადებებზე პასუხი და დაიწყოს გამოძიება.

ქალბატონი ამბობს, რომ მას საკმაოდ ბევრი დასკვნა და დოკუმენტი აქვს.

ლამარა ფოფხაძის ქმით, თუ არ გაეცემა კითხვებს პასუხი, ის პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავს.

P.s. ქალბატონს აქვს შვილის წერილიც, რომელიც ნონი ფოფხაძემ რამდენიმე ხნით ადრე მისწერა სტრუქტურებს და წერილი, რომელიც დაწერა თავისთვის.

ნინო ფოფხაძე

?????????????