შაშიაშვილი საზმაუში არ შეუშვეს – „ეს არის ბიძინასეული დემოკრატია“

პრეზიდენტობის კანდიდატი თეიმურაზ შაშიაშვილი საზოგადოებრივ მაუწყებელში მივიდა, მაგრამ ის შენობაში არ შეუშვეს.

-ეს არის ვითომ ხალხის ტელევიზია, აი, ეს არის ბიძინასეული დემოკრატია. დებატებში არ დაგვიჯდა არც ერთი კანდიდატი. ეს არის ძალიან ცუდი ფაქტი, რაც დღეს მოხდა. დღეს კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ არჩევნები კი არ ტარდება, არამედ ბიძინა წერს პროცენტებს.

შემოვიარე მთელი საქართველო და მქონდა უშუალო შეხვედრები ხალხთან. ვერსად ვნახე მხარდაჭერა ვერ ნაციონალური მოძრაობის და ვერც ოცნების, რაც გუშინ ივანიშვილმა განაცხადა, არის სიცრუე.

მედიამ შექმნა ილუზია, რომ მხოლოდ 3 კანდიდატია, სინამდვილეში კი ხალხში სულ სხვა აზრია“-განაცხადა შაშიაშვილმა.

მან ვასილ მაღლაფერიძეს “მადლობა“ გადაუხადა „ასეთი დემოკრატიისთვის“ და კანდიდატების იგნორისთვის.

შაშიაშვილის მხარდამჭერთა  შტაბის წევრები აცხადებენ, რომ „არჩევნები არადემოკრატიულად ჩატარდება და უკვე გაყალბების ნიშნებია სახეზე“.