ბულინგი – რას ამბობს იურისტი და სად არის გამოსავალი… (ვიდეო)

ბულინგი სკოლაში შესაძლოა ორი არასრულწლოვანი დის გაუჩინარების მიზეზი გახდა. უკვე რვა დღეა დებს უშედეგოდ ეძებენ.

გაუჩინარებულ 16 წლის მარიამ და 17 წლის ანა მეგრელიშვილებს 12 აპრილიდან ოჯახი საკუთარი ძალებით ეძებდა, 5 დღის წინ კი შესაბამისი განცხადებით შს სამინისტროს მიმართეს.

მშობლებს გაუჩინარების მიზეზებზე საუბარი უჭირთ, თუმცა სახლიდან წასვლის მიზეზად კონფლიქტს გამორიცხავენ. დედ-მამას ეჭვი აქვთ, რომ გოგონებს სახლიდან წასვლა უცხო ადამიანმა აიძულა.

სახლიდან წასვლამდე დები მათივე მეგობარმა ნახა. ის ყვება, რომ გოგონებს სკოლაში თანატოლებთან პრობლემები ჰქონდათ და ბულინგის მსხვერპლებიც არა ერთხელ გახდნენ, რის გამოც ქალაქიდან წასვლას დიდი ხანია გეგმავდნენ.

მხოლოდ გაუჩინარებული დები არ არიან ბულინგის მსხვერპლი, როგორც აღმოჩნდა ბევრი ბავშვი იტანჯება ამით და საზოგადოებაშიც საკმაოდ გაიდგა ფესვები.

ბულინგი, ეს არის საკითხი, რომელიც საკმაოდ აწუხებს საზოგადოებას. სააგენტოს საბავშვო გადაცემა “ჩვენი ამბები” უკვე სისტემურად აშუქებს ამ თემას.

დღეს იურისტი ბულინგის ფორმებზე გვესაუბრება, შემდეგში კი უკვე ფსიქოლოგის რჩევებს და კონკრეტულ მაგალითებს გაგაცნობთ.