“აამუშავე აგარა” – რას ამბობს ბიზნესომბუდსმენი

“აგარის ქარხნის” თანამშრომლები მთავრობის ადმინისტრაციასთან მთელი დღის განმავლობაში აქციას მართვდნენ. ისინი საწარმოს დახურვას აპროტესტებდნენ და პრობლემის მოსაგვარებლად მთავრობის წარმომადგენელთან შეხვედრას მოითხოვდნენ.

აქციის მონაწილეებთან ბიზნესომბუდსმენი მივიდა და პრობლემის მოგვარებას დაჰპირდა.

„იმისთვის, რომ ქარხანამ მუშაობა განაგრძოს, საკითხები იქნა დასმული – რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ ან კომპანიამ იმისთვის, რომ არამომგებიანობის თემა მოიხსნას და საწარმომ მუშაობა განაგრძოს. ეს შეხვედრა ამ წინადადებების გაზიარებით დასრულდა. იმ კვირის დასაწყისამდე დეტალური საკითხები არის დასაზუსტებელი პერიოდთან დაკავშირებით, მათ შორის რა პერიოდი შეიძლება გაგრძელდეს რიგი საკითხების მხარდაჭერა და მზაობა, რომ ქარხნის მუშაობა დაიწყოს არის თავისი მოსამზადებელ პერიოდიანად, ერთნახევარი – ორი თვის ფარგლებში,“- განაცხადა ბიზნესომბუდსმენმა, ირაკლი ლექვინაძემ.

შეგახსენებთ, რომ ქარხნის თანამშრომლები თბილისამდე ფეხით ჩამოვიდნენ.