თავად არ მოგიწიოს სალომე, ის რაც ახლა მიშას აქვს – ქალბატონო არა, მოხარშული წაბლი კიდევ ზედ – გუბაზ სანიკიძე სალომე ზურაბიშვილს 

გველაპარაკა, რომ დაწყნარდით, დამშვიდდით, დარჩით სახლებში და აძარცვინეთ ბიძინას ქვეყანა კიდევ სამი წელიო – ასე შეაფასა ,,გაერთიანებული ოპოზიცია – ძალა ერთობაშიას” წევრმა გუბაზ სანიკიძემ, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგი.

მისივე თქმით, სააკაშვილი იქცა ქართული სახელმწიფოებრიობისთვის ბრძოლის მაგალითად.

,,გველაპარაკა, რომ დაწყნარდით, დამშვიდდით, დარჩით სახლებში და აძარცვინეთ ბიძინას ქვეყანა კიდევ სამი წელიო. ეს ის ქალბატონია, ზვიად გამსახურდიას რომ ებრძოდა მთელი არსებით. თუ სააკაშვილი უკანონოდაა შემოსული საქართველოში, ზვიად გამსახურდია რომ შემოვიდა საქართველოში ესეც ხომ უკანონო შემოსვლა იყო იმდროინდელი კანონმდებლობით? რაც კეთდება ხალხისთვის და სახელმწიფოსთვის, ის ყოველთვის კანონიერია.

ქალბატონო სალომე, განაგრძეთ ქართულ სახელმწიფოსთან ომი. თქვენ ხართ ქართული ემიგრაციის ყველაზე ცუდი მაგალითი. ერთი ექვთიმე თაყაიშვილი იყო წამოსული ემიგრაციაში და იმასაც შიმშილით ამოხადეთ სული ქართულმა ემიგრაციამ. აი ამის პროდუქტი ხარ. თავად არ მოგიწიოს სალომე, ის რაც ახლა მიშას აქვს . აღარ დამთავრდა ამ ქალის ტურიზმი ამ ქვეყანაში” – განაცხადა სანიკიძემ ,,tv პირველის” ეთერში.