„დაგმარხავ ევროპაში არ ნიშნავს სიცოცხლის მოსპობას” – ვოლსკი სამხარაძის მუქარასამართლებს

„ქართული ოცნების” დეპუტატი გია ვოლსკი, მოქალაქის მიმართ დეპუტატ დიტო სამხარაძის მუქარას ამართლებს.

„გლავკანალის მთელი პოლიტიკა აგებულია, რომ ვიღაცას დაემუქრო, ვიღაცას შეუვარდე. თქვენი პოლიტიკაა სახლში შევარდნა, ბავშვების დაშინება, კივილ-წივილი, ფიზიკური ანგარიშსწორება. ნუ მეკამათები, რომ გპასუხობ, კეთილი ინებე და მომისმინე.
დაგმარხავ ევროპაში არ ნიშნავს სიცოცხლის მოსპობის იმას და ზოგადად ნუ მაადვოკატებთ იმ თემასთან დაკავშირებით. არ ვიცი, შეიძლება წყობილებიდან გამოიყვანეს რაღაც თქვა. თემასთან დაკავშირებით იმან შეიძლება გადაცდომა მოახდინა, ნერვებს აჰყვა”- განუცხადა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს.

შეგახსენებთ, მოქალაქე ნუგზარ სულაშვილმა სოციალ ქსელში „ქართული ოცნების” დეპუტატ დიტო სამხარაძესთან მიმოწერის სქრინი გამოაქვეყნა, რომელშიც ჩანს, რომ სამხარაძე მას სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს და ემუქრება.