საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით უნგრეთში გაემგზავრა

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია უნგრეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოწვევით, ბუდაპეშტში გაემგზავრა. დელეგაციას, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სოფიო ქაცარავა ხელმძღვანელობს, რომლის შემადგენლობაშიც ირაკლი მეზურნიშვილი, გიორგი ხატიძე და გიორგი ლომია არიან. 

საპარლამენტო დელეგაციის წევრები, ბუდაპეშტში მაღალი დონის შეხვედრებს გამართავენ უნგრეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და ევროპულ საქმეთა კომიტეტების ხელმძღვანელებთან, პარლამენტის ვიცე სპიკერთან, უნგრეთ-საქართველოს მეგობრობის ჯგუფის წევრებთან, საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრთან და თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან.

საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი უნგრეთში 5 მაისს დასრულდება.