ილიას სახემლწიფო უნივერსიტეტში „ევროპის დღე“ აღინიშნა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სოფიო ქაცარავა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე სერგი კაპანაძე, ნიდერლანდების ელჩის, იოჰანეს დაუმას მონაწილეობით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდნენ.

შეხვედრაზე მიწვეულმა სტუმრებმა და სტუდენტებმა, საქართველოს საგარეო პოლიტიკურ კურსზე, ევროპული სივრცისკენ საქართველოს სწრაფვაზე, ამ მიმართულებით ქვეყნის მიერ განვლილ გზაზე, გამოწვევებზე, საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებაზე და ამ კუთხით, საქართველოს მიერ მიღწეულ შედეგებზე ისაუბრეს.

საუბარი შეეხო ასევე, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სივრცის შესახებ შეთანხმებას (DCFTA), შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის ამოქმედებასა და ევროკავშირთან ინსტიტუციური და საკანონმდებლო ჰარმონიზაციის პროცესებს.

ჩვენ აღვნიშნავთ ევროპის დღეს. ამ დღის სტუდენტებთან ერთად აღნიშვნა ძალიან მნიშვნელოვანია. ის, რომ გვინდა ვიყოთ ევროპის ნაწილი, იდენტობისა და ღირებულებითი ერთიანობის შეგრძნება და დიდი სურვილია“, – აღნიშნა მისასალმებელი სიტყვით გამოსვლისას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიგა ზედანიამ.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, საქართველოს გაცხადებულ საგარეო კურსზე ისაუბრა და ახალგაზრდებს საქართველოს პარლამენტის მიერ ერთხმად მიღებული „საქართველოს საგარეო პოლიტიკის შესახებ“ რეზოლუცია და ამ რეზოლუციაში ასახული ძირითადი მიმართულებებიც გააცნო.

ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიოდ გაცხადებული და ჩამოყალიბებული საგარეო კურსი, რომელსაც ევროატლანტიკური კურსი ჰქვია. ევროკავშირთან ჩვენი ურთიერთობა არის უპრეცენდენტოდ მჭიდრო და ინტენსიური. ჩვენი საგარეო კურსი ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებაა. ეს არ არის მხოლოდ დეკლარირებული განცხადება. მთავარია ვიცხოვროთ ისე, რომ მაქსიმალურად სწრაფად დავუახლოვდეთ ევროპულ სივრცეს და ყველა ის ღირებულება, რაც ჩვენ და ევროპულ ქვეყნებს გაგვაჩნია ერთმანეთს გავუზიაროთ, რათა ვიყოთ ამ ერთი სივრცის ნაწილი“, – განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

მან ვიზის ლიბერალიზაციის თვალსაზრისით მიღწეულ წარმატებაზე და ამ წარმატების მიღწევისთვის ხელისუფლების მიერ განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრა. დეპუტატმა ყურადღება გაამახვილა იმ შესაძლებლობებზე რომელსაც უვიზო მიმოსვლის ამოქმედება იძლევა.

გარდა იმისა, რომ ეს პრაქტიკული თვალსაზრისით არის კარგი გადაწყვეტილება, ამას უდიდესი პოლიტიკური დატვირთვა აქვს. ევროკავშირთან დაახლოებისთვის ეს არის კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი, იმისთვის, რომ მაქსიმალურად მოხდეს საქართველოს ევროპულ სივრცეში ინტეგრაცია. ვიზალიბერალიზაციამ ძალიან დიდი სტიმული და მოტივაცია მოგვცა იმისთვის, რომ ბევრი გავაკეთოთ ამ სივრცეში ინტეგრაციისთვის,“ – განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

მისი თქმით, უვიზო მიმოსვლით უკვე 11 ათასზე მეტმა მოქალაქემ ისარგებლა და აქედან მხოლოდ 26 მოქალაქემ, დოკუმენტების სრულყოფილად არ ქონის გამო ვერ შეძლო შენგენის ზომაში შესვლა.

ეს არის ხელისუფლების დამსახურება, რომელმაც მოახერხა, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებამდე სწორი და სრულფასოვანი ინფორმაცია მიეტანა იმის შესახებ, თუ როგორ უნდა ესარგებლათ უვიზო მიმოსვლით“, – აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ.

თავისი გამოსვლისას, სოფიო ქაცარავამ ევროკავშირთან ეკონომიკური ინტეგრაციის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, ქვეყნის ერთ-ერთი პრიორიტეტი ეკონომიკური ვითარების გაუმჯობესებაა.

ჩვენ ძალიან ბევრს ვაკეთებს იმისთვის, რომ სტანდარტები გაიზარდოს ისეთ დონეზე, რათა ჩვენი პროდუქცია ევროკავშირის ბაზარზე ინტენსიურად გავიდეს. ევროკავშირთან საქართველოს ეკონომიკური ინტეგრაცია ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

მან განათლებასა და განათლებული ახალგაზრდების მნიშვნელობაზე ისაუბრა. ყურადღება გაამახვილა იმ პროგრამებსა თუ პროექტებზე, რომლის ფარგლებშიც ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა აქვთ. განთლების მიმართულებით ევროკავშირის ძალიან ბევრ წევრ ქვეყანასთან მოლაპარაკებები გვაქვს ორმხრივ ჭრილშიც, რათა ჩვენ სტუდენტებს ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში განათლების მიღების შესაძლებლობა კიდევ უფრო მეტად მიეცეთ,“ – განაცხადა პარლამენტის წევრმა.

მან ევროპასთან ინტეგრაციის თვალსაზრისით, პარლამენტის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე გაამახვილა ყურადღება. ჩვენი ამოცანაა მაქსიმალურად მოვახდინოთ ქართული კანონმდებლობის ევროპულთან ჰარმონიზაცია“.

ამ თვალსაზრისით, მან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სივრცის შესახებ შეთანხმებაზე (DCFTA) და საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებაზე გაამახვილა ყურადღება.

სოფიო ქაცარავამ ევროკავშირთან დაახლოების მიზნით, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების მიერ სხვადასხვა ფორმატით გაწეულ საქმიანობებზე ისაუბრა.

არსებობს არაერთი ფორმატი და დელეგაცია, რომლის ფარგლებშიც ჩვენ გვაქვს შეხვედრები ევროპელ კოლეგებთან იმისთვის, რომ ვაჩვენოთ მათ ქვეყნის მიერ მიღწეული პროგრესი. სწორედ ამ პროგრესის საფუძველზე ჩვენ ვიზის ლიბერალიზაცია მივიღეთ, რაც ისტორიული შედეგია. ჩვენი ხელისუფლება მობილიზებულია იქითკენ, რომ ჩვენ მიერ დეკლარირებული, რეზოლუციაში ასახული ამოცანაქვეყნის საგარეო პოლიტიკა, ყველასთვის ხელშესახები იყოს. ნებისმიერი ნაბიჯი, რასაც ჩვენ ვდგამთ, დაკავშირებულია ჩვენს მოქალაქეებთან, რათა მათი ცხოვრების ხარისხი გაიზარდოს. ევროპული ხარისხის და სტანდარტების საქართველო ეს არის ის, რისთვისაც ჩვენ ვიღწვით და ვმუშაობთ ყველა ერთად. დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე, ჩვენი ქვეყნის ევროპასთან ინტეგრაციის გზაზე კიდევ უფრო მეტ შედეგებს ვნახავთ,“ – განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ დააანონსა, წელს ბევრ ქვეყანასთან მიმართებაში, დიპლომატიური ურთიერთობის დაარსების 25 წლისთავი აღინიშნება. ეს ღონისძიება აღინიშნება პარლამენტში იმისთვის, რომ ხაზი გავუსვათ თუ სად იყო საქართველო 25 წლის წინ და სად არის ჩვენი ქვეყანა დღეს“, – განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

სწორედ, აღნიშნული საკითხი მიმოიხილა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, სერგი კაპანაძემ. ამ ჭრილში მან სამეზობლო პოლიტიკაზე და აღმოსავლეთ პარტნიორობაზე ისაუბრა.

მისივე თქმით, პროცესი, რომელიც კარგა ხნის წინ დაიწყო, იწურება. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ხვალინდელი საქართველოსთვის, თუ როგორ გაეცემა კითხვაზე პასუხი, რა ხდება ამის შემდეგ, რადგან პროცესი, რომელიც კარგა ხნის წინ დაიწყო, იწურება. ეს გარკვეულწილად დამოკიდებულია იმ მოვლენებზე, რომელიც ევროკავშირში დღეს მიმდინარეობს. მე ვისურვებდი, საქართველომ დააფიქსიროს, რომ მას უნდა ევროკავშირში გაწევრიანება. საქართველოს პარლამენტმა ეს უკვე გააკეთა, თუმცა, ვისურვებდი კონკრეტული თარიღის დასახელებას, თუ როდის შეგვაქვს განაცხადი გაწევრიანებაზე“, – აღნიშნა სერგი კაპანაძემ.

მისივე თქმით, სასურველია ევროკავშირის მხრიდან იყოს მზაობა, რომ აღმოსავლეთ პარტნიორების ქვეყნებს – საქართველოს, უკრაინას, მოლდოვას ახალი ტიპის ურთიერთობის ფორმატი მისცეს, რომელიც გაწევრიანებით დასრულდება. მთავარი ამოცანა, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას, არის სწორედ ის, თუ რა უნდა გაკეთდეს, რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას შემდგომში“, – განაცხადა დეპუტატმა.

ჩვენ განსაკუთრებული დამოკიდებულება გაგვაჩნია საქართველოს მიმართ. როდესაც ვსვამთ კითხვას, თუ რა ნაბიჯები უნდა გადადგას საქართველომ ევროკავშირთან მიმართებაში, პასუხი ერთიათავდაუზოგავი მუშაობა. სამომავლოდ, ჩვენ უნდა გამოვნახოთ თანამშრომლობის ახალი ფორმა, ურთიერთობის ახალი მოდელი“, – ასე გამოეხმაურა დეპუტატის კითხვას ნიდერლანდების ელჩი, იოჰანეს დაუმა.

„ევროპის დღესთან“ დაკავშრებით, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრები, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებთან ერთად, თბილისისა და საქართველოს სხვა ქალაქების სახელმწიფო უნივერსიტეტების სტუდენტებს, მიმდინარე კვირის განმავლობაში შეხვდებიან.