„დაკავების ორდერი არ ნიშნავს სასამართლოს გადაწყვეტილებას“ – კობახიძის პრორუსული რიტორიკა

„ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ვერ ბედავს უპასუხოს კითხვას არის თუ არა რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი სამხედრო დამნაშავე.

კობახიძის თქმით, უნდა დაველოდოთ სასამართლოს გადაწყვეტილებას.

„ისტორიული შედეგი იქნება უკრაინაში მშვიდობის დამყარება, ჩვენ ამას უნდა დაველოდოთ. რაც შეეხება კონკრეტული პირების დამნაშავეებად ცნობას, ეს არის შესაბამისი სასამართლო ინსტანციის საქმე და უნდა დაველოდოთ. ჩვენ უნდა დაველოდოთ სასამართლოს გადაწყვეტილებას, დაკავების ორდერი არ ნიშნავს სასამართლოს გადაწყვეტილებას” – თქვა კობახიძემ.