კანადა რუსეთის მიმართ სანქციებს აძლიერებს

კანადის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაწესდა სანქციები რუსეთის 15 მოქალაქის მიმართ.

-„ეს სანქციები არის რუსეთის დუმის 18 სექტემბერს ჩატარებული არჩევნების პასუხი. კანადა არ აღიარებს არჩევნების შედეგებს და დუმის კანონიერებას“-ნათქვამია უწყების საიტზე განთავსებულ განცხადებაში.

გადაწყვეტილების თანახმად სანქციების სიაში მყოფი ადამიანების ანგარიშები გაყინული იქნება, მათთან მოლაპარაკებები იკრძალება.

კანადის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ სანქციების დაწესება ზეწოლის ერტადერთი საშულებაა, რომ რუსეთი ავიძულოთ მინსკის შეთანხმება შეასრულოს. სანქციებით კანადა უკრაინის სუვერენიტეტს უჭერს მხარს.

კომენტარის დატოვება