მსოფლიო ბანკი: საქართველო ფულად გზავნილებზე დამოკიდებულებით მსოფლიოში 21-ე ადგილზეა

საქართველოს ეკონომიკის მნიშვნელოვანი ნაწილი უცხოეთში დასაქმებული ქართველების გამოგზავნილ თანხებზეა დამოკიდებული. ქვეყანა ფულად გზავნილებზე დამოკიდებული ქვეყნების რეიტინგში 21-ე ადგილზეა. მონაცემებს მსოფლიო ბანკი ავრცელებს.

ფულად გზავნილებზე დამოკიდებული ქვეყნების რეიტინგი ასე გამოიყურება:

ტონგა – 37.2%
სომალი – 35.3%
ყირგიზეთი – 31.3%
ტაჯიკეთი – 26.7%
ლესოთო – 25.5%
სალვადორი – 24.1%
ნეპალი – 24.1%
ჰონდურასი – 23.5%
ჰაიტი – 23.2%
იამაიკა – 22.2%
გამბია – 21.9%
ბერმუდა – 20.7%
კოსოვო – 18.9%
ლიბანი – 18.9%
სამოა – 18.6%
ღაზას სექტორი – 17%
მოლდოვა – 15.7%
ნიკარაგუა – 14.7%
გვატემალა – 14.7%
კაბო-ვერდე – 14.4%
საქართველო – 13.3%
კომორის კუნძულები – 13.2%
მარშალის კუნძულები – 13.1%
მონტენეგრო – 12.6%
იემენი – 12.2%