ჭყონდიდიდან განკვეთილი ბერ-მონაზონი დანიელი – ისეთ დროს მოვალთ, როცა მეუფე სტეფანე წავა და ვერ შემოვა

ისეთ დროს მოვალთ, როცა მეუფე სტეფანე წავა და ვერ შემოვა, – ამის შესახებ ჭყონდიდიდს ეპარქიიდან განკვეთილმა ბერ-მონაზონმა დანიელ გვილავამ განაცხადა .

„პოლიტიკური დაკვეთა იყო არჩევნების წინა დღეების გამოსვლები სტეფანესი, ახლაც პოლიტიკური დაკვეთაა სტეფანესგან და მთავრობა უსრულებს ამ დაკვეთას. მრევლი არის მოწყურებული ქრისტიანობას, ქრისტიანი ადამიანი არის მებრძოლი და ჩვენ ამას არ დავთმობთ, არ მოვეშვებით. დღეს თუ არა ხვალ ჩვენსას მივაღწევთ. სტეფანე არის ურწმუნო ადამიანი, ჩვენ ვითხოვთ მორწმუნე მეუფეს, რომელიც ძალიან ნაკლებია ჩვენს საპატრიარქოში.

დღეს დავიშლებით, მაგრამ პერმანენტულად გვექნება აქციები. ისეთ დროს მოვალთ, როცა სტეფანე წავა და ვერ შემოვა”,- განაცხადა ბერ-მონაზინმა დანიელ გვილავამ.

მარტვილში, სალხინოს მამათა მონასტრის მიმდებარედ მრევლის ნაწილი და განკვეთილი სასულიერო პირები იმყოფებიან. ისინი ამბობენ, რომ შეიძლება დღეს აქცია შეწყდეს, თუმცა მომდევნო დღეებში გაგრძელდება.