იწყებa შპს საქართველოს მელიორაციის მიერ განხორციელებული პროექტების მონიტორინგი

საქართველოს ფერმერთა და სოფლის მეურნეობის მუშაკთა პროფესიული კავშირი საზოგადოებას მიმართავს და განცხადებას ავრცელებს:

საქართველოს ფერმერთა და სოფლის მეურნეობის მუშაკთა პროფესიული კავშირი იწყებს შპს საქართველოს მელიორაციის მიერ განხორციელებული პროექტების მონიტორინგს.

გვსურს მოვახდინოთ ქვეყანაში მელიორაციის პროცესში არსებული პრობლემების იდენტიფიცირება და მოვიძიოთ გადაჭრის გზები, რაც სოფლის მეურნეობით დაკავებული და დარგით დაინტერესებული პირების ჩართულობის გარეშე ვერ მოხერხდება და იქნება არასრულფასოვანი.

მოგმართავთ თხოვნით, მოგვაწოდეთ თქვენს ხელთ არსებული ინფორმაცია და შეფასება საქართველოს მელიორაციის მიერ განხორციელებული, მიმდინარე ან დაგეგმილი და დაუმთავრებელი პროექტების შესახებ.

ინფორმაცია მოგვაწოდეთ შემდეგ მისამართებზე:

info@tufarmersgeo.org.ge
www. tufarmersgeo.org.ge
ფერმერთა პროფკავშირი/tufarmersgeo
598 830 630; 599 105 177