ხატია დეკანოიძე – სისხლის უკანასკნელ წვეთამდე ვიბრძოლებთ ამ რეჟიმის წინააღმდეგ – ჩვენ არ გვყავს დასაკარგი პრეზიდენტი!

დიახ, სისხლის უკანასკნელ წვეთამდე, მთელი ძალით, მთელი ენერგიით, შემართებით, ძალისხმევით ვიბრძოლებთ ამ რეჟიმის წინააღმდეგ – ჩვენ არ გვყავს დასაკარგი პრეზიდენტი! – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ რუსთავის ციხესთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

როგორც დეკანოიძე განმარტავს, გამარჯვება ერთადერთი მიზანია.

„თავისუფლება მიშას, ჩვენს სამშობლოს! თავისუფლება, რომელიც ასე მოგვწყურდა თითოეულ ჩვენგანს. დიახ, სისხლის უკანასკნელ წვეთამდე, მთელი ძალით, მთელი ენერგიით, შემართებით, ძალისხმევით ვიბრძოლებთ ამ რეჟიმის წინააღმდეგ! ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ მიშა იყოს თავისუფალი. ისეთი ცხოვრება და მმართველობა იყოს, როგორიც თითოეულ მოქალაქეს ეკადრება. ვიბრძვით, რომ დიახ, პოლიტპატიმრობა დასრულდეს, პოლიტიკური მართლმსაჯულება დასრულდეს.

ჩვენ არ გვყავს დასაკარგი პრეზიდენტი. რა თქმა უნდა, გამარჯვება მხოლოდ ერთადერთი მიზანია, რომელიც გვამოძრავებს. არავითარი სხვა გზა, გარდა გამარჯვებისა, თავისუფლება მიშას! თავისუფლება საქართველოს“ – აღნიშნავს დეკანოიძე.