სუს-თან „ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებით მიმდინარე აქციიდან სამართალდამცველებმა რამდენიმე ადამიანი ტერიტორიიდან გაიყვანეს

სუს-ის შენობასთან სამართალდამცველებმა „ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებით მიმდინარე აქციიდან რამდენიმე ადამიანი ტერიტორიიდან განარიდეს.

როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან გამართული აქციის მონაწილეები აცხადებენ, გაუგებარია, რატომ აკავებენ. აქციაზე იმყოფებიან ოპოზიციის წევრები, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ზაალ უდუმაშვილი, აკაკი მინაშვილი, ნუგზარ წიკლაური, „გირჩი-მეტი თავისუფლებისთვის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე.