ვაჟა სირაძე – სახელმწიფო დაწესებულების შენობის ბლოკირება კანონით აკრძალულია

საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელი ვაჟა სირაძის განცხადებით, სახელმწიფო შენობის ბლოკირება დაუშვებელია.

„სახელმწიფო დაწესებულების შენობის ბლოკირება კანონით აკრძალულია“, – განაცხადა ვაჟა სირაძემ

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან „ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებით მიმდინარე აქციაზე სამართალდამცველებმა რამდენიმე პირი ტერიტორიიდან გაიყვანეს.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, მათთვის გაუგებარია, რატომ ხდება აქტივისტების დაკავება.