საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 4563 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 77 პაციენტი

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 49 334 კვლევა ტესტით, მათ შორის 29 214 კვლევა ანტიგენის ტესტით და 20 120 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 4 563 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 771 381-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 10 ნოემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.25%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 9.98% ხოლო 7 დღის მანძილზე – 10.19%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 744 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 705 312.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 77 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 10 739 პირი ემსხვერპლა.

1 291 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 824 – თბილისში, 286 – აჭარაში.

47 149 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან – მ/წ 10 ნოემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 25 270 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 43 894 ადამიანი.