იან კელი სააკაშვილის სასამართლოზე: ეს არ ამყარებს ნდობას საქართველოს მთავრობისადმი

აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში იან კელი, ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის 10 ნოემბერს გამართული სასამართლო პროცესი საქართველოს მთავრობისა და სასამართლო სისტემის მიმართ ნდობას ვერ გაამყარებს.

იან კელი ამბობს, რომ საქართველოს მთავრობა არ იცავს ბრალდებულის უფლებას დაიცვას საკუთარი თავი სასამართლოზე.

“ეს არ არის გზა თქვენი მთავრობის ან სასამართლო სისტემის მიმართ ნდობის გასამყარებლად, თქვენ ამბობთ, რომ არ გაქვთ შესაძლებლობა დაიცვათ სასამართლო პროცესის ადგილი, ასევე არ ანიჭებთ პრიორიტეტს ბრალდებულის უფლებას – დაიცვას საკუთარი თავი ან შეხვდეს მბრალდებლებს ” , – წერს იან კელი ტვიტერზე