რა უნდა ეთქვა სტრასბუგრს სხვა? ბიძინასთვის საავადმყოფოს მისამართი მიეწერა? – სალომე სამადაშვილი

რა უნდა ეთქვა სტრასბურგს სხვა? ბიძინასთვის მისამართი მიეწერა, დიღომში, ლიუბლიანას ქუჩის რომელ ნომერში მდებარეობს საავადმყოფო, რომელშიც უნდა გადაიყვანოს? – ამის შესახებ ოპოზიციონერი დეპუტატი სალომე სამადაშვილის სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით “ფეისბუქში” წერს.

მისივე შეფასებით, სტასბურგის სასამართლომ გვითხრა, რომ ცივილიზებულად ცხოვრება ვცადოთ.

„სტრასბურგის სასამართლოში რომ გვიწევს წასვლა, იმისთვის, რომ ქვეყნის მესამე პრეზიდენტი ციხეში არ დაიღუპოს, მე უფრო ამაზე ვიდარდებდი. რა უნდა ეთქვა სტრასბურგს სხვა? – მიშასთვის – მიდი, იშიმშილე სიკვდილამდე და ბიძინასთვის მისამართი მიეწერა, დიღომში, ლიუბლიანას ქუჩის რომელ ნომერში მდებარეობს საავადმყოფო, რომელშიც უნდა გადაიყვანოს?

გვითხრეს: ნურც თავს მოიკლავთ და ნურც ერთმენეთს მოკლავთო.

საბოლოო ჯამში, გვითხრეს, რომ ცივილიზებულად ცხოვრება სცადეთ, მოგვახსენეთ, ყოველ დღე, როგორ გამოგდით და 24-ში შევაფასებთ, ახერხებთ თუ ვერაო“, – წერს სალომე სამადაშვილი.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის ნიკა გვარამიას განცხადებით, სტრასბურგიდან მიღებული გადაწყვეტილებით, სააკაშვილის საქმე აყვანილია პრიორიტეტზე და მოთხოვნა დროებითი ღონისძიების მიღების შესახებ დაკმაყოფილდა.