გიორგი მჭედლიშვილი – NASA-ს კონკურსის ქართველი გამარჯვებული

კოლუმბიის უნივერსიტეტის სტუდენტმა გიორგი მჭედლიშვილმა, გუნდთან ერთად, კომერციული თვითმფრინავის მომავლის მოდელი შექმნა, რომელმაც NASA-ს აერონავტიკის კონკურსში გამარჯვება მოიპოვა. ამის შესახებ მჭედლიშვილმა Facebook-ზე დაწერა.

ძალიან დიდი პატივია ჩემთვის და ჩემი თანაგუნდელებისთვის NASA-ს მიერ ჩვენი ტექნიკური ნაშრომის აღიარება. “კოლუმბიის კოსმოსური ინიციატივის” გუნდმა გაიმარჯვა NASA-ს აერონავტიკის გამოწვევაში, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ ამერიკის წამყვანი უნივერსიტეტების, როგორც ბაკალავრის ისე მაგისტრატურის, გუნდები. ჩვენ მომავალი კომერციული თვითმფრინავის სრულყოფილი მოდელი შევქმენით, რომელიც მოიხმარს ნაკლებ საწვავს, უმნიშვნელოდ აბინძურებს გარემოს და საგრძნობლად ამცირებს გამოწვეულ ხმაურს. საუბარია აღნიშნული მოდელის იმპლემენტაციაზე 2025-2035 წლებში”, კოლუმბიის უნივერსიტეტის გუნდმა აღნიშნულ გამოწვევაში პირველად მიიღო მონაწილეობა და ძალიან სასიხარულოა, ჩვენი გულწრფელი ენთუზიაზმის ამ ფორმით დაფასება. მინდა, მადლობა გადავუხადო ჩემს მეგობრებს თავდაუზოგავი შრომისთვის და რწმენისთვის, რომ შეგვეძლო ჩვენი წვლილი შეგვეტანა მომავლის აერონავტიკის განვითარებაში. – წერს გიორგი მჭედლიშვილი თავის Facebook გვერდზე.

კოლუმბიის უნივერსიტეტის გუნდის პროექტის პრეზენტაცია NASA-ს სათაო ცენტრში, 26 სექტემბერს გაიმართება.