ასეულობით დაღუპული და ათეულობით გაქცეული ოჯახი – მიანმარის კრიზისი

მიანმარში მუსლიმი როჰინჯების წინააღმდეგ ძალადობა არ წყდება.

მსოფლიო ლიდერები ადგილობრივ მთავრობას რაკჰაინის შტატში არსებული კრიზისის მშვიდობიანი გზებით გადაჭრისკენ მოუწოდებენ.

საერთაშორისო საზოგადოება მიანმარის ხელისუფლებაში მყოფი აუ სან სუ ჩისგან მკაფიო ნაბიჯებს ელის. მით უმეტეს, რომ სუ ჩი თანამდებობის დაკავებამდე უფლებადამცველი იყო.

სამხედრო ხუნტის მმართველობისას მას 15 წლით შინაპატიმრობა ჰქონდა მისჯილი. სუ ჩის დაუსწრებლად აქვს მიღებული ნობელის პრემია მშვიდობის დარგში და რეპრესიების წინააღმდეგ შეუპოვარი ბრძოლის სიმბოლოდაა ქცეული.

ასეულობით დაღუპული და ბანგლადეშში გაქცეული ათეულობით ოჯახი-ასეთია მიანმარში 10 დღის წინ დაწყებული შეტაკებების შედეგი.