აბა, პუტინი თავის თავს ხომ არ დასჯის?

ამირან სალუქვაძე

ბრიგადის გენერალი

-“დიდი აჟიოტაჟია გროზნოში კადიროვის მიერ მილიონიანი აქციის მოწყობასთან დაკავშირებით. ზოგი წერს, თითქოს კავკასიაზე კონტროლი იკარგება. რუსეთში რომ პრობლემებია, ეს ყველასათვის ცნობილია.
ჩემს მოკრძალებულ ვარაუდს მოგახსენებთ:

კადიროვს არ უთქვამს, რომ პუტინს განუდგება. მან თქვა, რომ ექნება განსხვავებული პოზიცია. მან გააკრიტიკა მედია და ლავროვის უწყება რბილი პოზიციისთვის. მკაცრი განცხადება გააკეთა ერდოღანმა, რომ მუსულმანური სამყარო ჩუმადაა მუსლიმთა გენოციდის გამო.

არ ვფიქრობ, რომ რაიმე განსაკუთრებული მოხდება.
კადიროვმა გააკრიტიკა ლავროვის უწყება. მას მოჰყვა ჟირინოვსკის შეტევა ლავროვზე.
ერთ კაბინეტში დაგეგმილს ჰგავს.

ლავროვის უწყებამ წააგო დიპლომატიური ფრონტი ყველა მიმართულებით სირიის გარდა. სირიაშიც შოიგუ იგებს და არა ლავროვი.

წააგო ევროპასთან, წააგო თეთრი სახლის ახალ ადმინისტრქციასთან. ყველგან ჩიხური სიტუაციაა. ასევე წააგო ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების პროცესები.

დღეს ბრიკსის სამიტია, სადაც პუტინია ჩასული და ამ მიმართულებით ქულებს პუტინი დაიწერს.
სირია ვახსენეთ და რუსეთის მხარდაჭერით ასადის არმია დეირ-ეზ-ზორს უტევს.

მოკლედ, ყველაზე დიდი რაც შეიძლება მოხდეს, ლავროვს გადააყენებენ, რაც კრემლიდან მოდის და არა გროზნოდან. როგორც მინიმუმ, ლავროვს აგრძნობინეს, რომ შეუცვლელი არაა. ის რაც დღეს აშშ-ში ხდება რუსეთის დიპლომატიური ობიექტების წინააღმდეგ, განტევების ვაცს მოითხოვს. აბა პუტინი თავის თავს ხომ არ დასჯის?

კადიროვს კი არ ვთვლი უჭკუოდ, მან იცის თავისი დრო. ახლა ის არ წავა კრემლის წინააღმდეგ.