პატიმრებზე საუბარი დავასრულე, ქვეყანაში უამრავი პრობლემაა და მხოლოდ ამ თემაზე მაქვს კონცენტრირება – ღარიბაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე კომენტარი არ გააკეთა და თქვა, რომ ვრცლად ამის შესახებ იუსტიციის მინისტრი ისაუბრებს.

,,ჩვენ ბუნებრივია გავეცანით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას. მე არ მსურს კომენტარი გავაკეთო ამ თემაზე, ეს არ არის ჩემი პრეროგატივა. იუსტიციის მინისტრი გააკეთებს ვრცელ განმარტებას.

პატიმარზე და პატიმრებზე მე საუბარი დავასრულე, ქვეყანაში არის უამრავი პრობლემა”, – ამბობს ღარიბაშვილი.