[ვიდეო] პენიტენციური სამსახური მიხეილ სააკაშვილის მე-18 დაწესებულებაში შესვლის კადრებს ასაჯაროებს

სპეციალური პენიტენციური სამსახური ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხის კლინიკაში გადაყვანის ვიდეოკადრებს ავრცელებს.

კადრებში ჩანს, რომ რამდენიმე ადამიანი პალატაში შეყვანამდე მიხეილ სააკაშვილს მთელი გზის განმავლობაში მიათრევს.

“მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ვასაჯაროვებთ ვიდეოკადრებს, რომელიც ასახავს №18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში პატიმარ მიხეილ სააკაშვილის შესახლებას, პალატაში განთავსებას და სააკაშვილის მიერ დაწყებულების თანამშრომლების მიმართ ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების და სამედიცინო ტექნიკის დაზიანების ფაქტს. იუსტიციის სამინისტროს მხრიდან აღნიშნულ ფაქტს უკვე მოჰყვა შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება. იუსტიციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ ფაქტზე გამოძიება დაიწყო”, – აღნიშნულია პენიტენციური დაწესებულების განცხადებაში.