როცა შენს „მტერს“ ასე ემსგავსები, უკვე დამარცხებული ხარ! დამარცხებული – საკუთარ ხალხთან და სახელმწიფოსთან! – გიორგი გახარია სააკაშვილის ვიდეოკადრებზე

„როცა შენს „მტერს“ ასე ემსგავსები, უკვე დამარცხებული ხარ“,-ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე, გიორგი გახარია სოციალურ ქსელში წერს, რითაც პენიტენციური სამსახურის მიერ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებულ კადრების გავრცელებას ეხმაურება.

„ როცა შენს „მტერს“ ასე ემსგავსები, უკვე დამარცხებული ხარ! დამარცხებული – საკუთარ ხალხთან და სახელმწიფოსთან!“- წერს გახაირა.

ცნობისთვის, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა, მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანის კადრები გაასაჯაროა.

კადრებში ჩანს, რომ მიხეილ სააკაშვილი უარს აცხადებს სასწრაფო დახმარების მანქანიდან გადმოსვლაზე, რის შემდეგაც ის რეანიმობილიდან იძულებით გადმოიყვანეს. კადრების მიხედვით, მიხეილ სააკაშვილს ციხის ადმინისტრაციის თანამშრომლები ხელებსა და ფეხებში ჰკიდებენ ხელს და სასწრაფოს მანქანიდან ციხის სამკურნალო დაწესებულების პალატამდე ამ მდგომარეობაში გადაჰყავთ. ვიდეოში ჩანს, რომ მიხეილ სააკაშვილი ტანსზემოთ შიშველია.