რუსებს, რომლებიც საქართველოს მესამე პრეზიდენტის შეურაცხყოფის კადრებზე იცინიან: დიახ, ეს გააკეთეს ქართველებმა, მაგრამ ამ ქართველებს თქვენ უხდით – გიორგი მარგველაშვილი

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი “ტვიტერზე” ეხმაურება რუსული პროპაგანდისტული მედიის სიხარულს, რომელსაც ისინი მიხეილ სააკაშვილის არაადამიანური მოპყრობის მიმართ გამოხატავენ და წერს:

„რუსებს, რომლებიც საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შეურაცხყოფის ამსახველ კადრებზე იცინიან: დიახ, ეს გააკეთეს ქართველებმა, მაგრამ ამ ქართველებს თქვენ უხდით! დანარჩენ საქართველოს კი აერთიანებს „ოპრიჩნინას“ მიმართ ზიზღი, რომელიც ამდენად უცხოა ჩვენი ამაყი და თავისუფლებისმოყვარე ერისთვის,“- წერს გიორგი მარგველაშვილი.