1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1493 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1493 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულებამ 3.1493 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.1492 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0001 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.6044 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.6099 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0055 ლარი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.