საქართველოს სახელმწიფოებრიობის დაცვას სჭირდება რუსთაველის მოკავება კარვებით – თაკო ჩარკვიანი

„კანონი და სამართლის“ ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა მიხეილ სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

მისივე თქმით, ექსპრეზიდენტის მკვლელობა რუსეთმა დაგეგმა, ამიტომ იგი მათ არ უნდა შეაკვდეს.

„უნდა შეწყვიტოს შიმშილი, არ უნდა შეაკვდეს, ეს არის რუსეთ-საქართველოს ბრძოლა, საქართველოს უკან დაბრუნებისა რუსეთის ორბიტაზე, მათ დაგეგმეს მიხეილ სააკაშვილის მკვლელობა. რუსთაველი უნდა მოვიკავოთ ისე, როგორც საქართველოს დამოუკიდებლობას სჭირდებოდა.

დიახ, საქართველოს სახელმწიფოებრიობის დაცვას სჭირდება რუსთაველის მოკავება კარვებით და ეს პერმანენტული აქციები უნდა გადაიზარდოს კიდევ უფრო მასშტაბურ აქციაში“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.