საქართველოში აცივდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით მომდევნო ერთი კვირა საქართველოში აცივდება.

30 ნოემბერს, დღის ბოლოდან 3 დეკემბრის ჩათვლით მოსალოდნელია ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, წვიმა, მთაში თოვლი, ზოგან შესაძლებელია ძლიერი.

3 დეკემბერს საქართველოს ტერიტორიაზე, განსაკუთრებით შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, კოლხეთის დაბლობზე იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

კომენტარის დატოვება