“გირჩი” პარლამენტს საკანონმდებლო ინიციატივით მიმართავს

ახალი პოლიტიკური ცენტრი “გირჩი”, ნარკოპოლიტიკის გაუმჯობესებისა და ლიბერალიზაციის მიზნით, პარლამენტს საკანონმდებლო ინიციატივით მიმართავს, რომელზეც პარლამენტი სავარაუდოდ მიმდინარე კვირაში იმჯელებს.

საკანონმდებლო პაკეტის თანახმად, უნდა გაუქმდეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლი, რომლის მიხედვითაც, ნარკოტიკული საშუალების გასაღების მიზნის გარეშე, მცირე ოდენობით უკანონოდ შეძენა ან შენახვა ანდა ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით ან გამონაკლის შემთხვევაში, თუ საქმის გარემოებებისა და დამრღვევის პიროვნების გათვალისწინებით ამ ზომის გამოყენება არასაკმარისად იქნება მიჩნეული, – ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.

ასევე, უნდა შეიცვალოს 273-ე მუხლი და ნარკოტიკული საშუალების – კანაფის (ზეთი, ფისი, ნაყენი, მცენარე), მარიხუანის (გამომშრალი, ნედლი) გასაღების მიზნის გარეშე მცირე ოდენობით, უკანონოდ შეძენისა ან შენახვისთვის, ან/და ნარკოტიკული საშუალების მოხმარებისთვის გაუქმდეს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა.

 

კომენტარის დატოვება