ყაზბეგში დიდი ოდენობით არადეკლარირებული საქონელი აღმოაჩინეს

საბაჟო გამშვებ პუნქტში „ყაზბეგი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრების მიერ, ეჭვის საფუძველზე, რუსეთის ფედერაციის მხრიდან შემოსული ავტომობილის (რომელსაც რუსეთის მოქალაქე მ.მ. მართავდა) დეტალური დათვალიერების შედეგად, აღმოჩენილი იქნა 495 ცალი მაჯის საათი და 20 ერთეული ტყავის სამაჯური, – ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 22 551 ლარი შეადგინა.

საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.