“მე ვარ საქართველოს გენერალი!” – თბილისში მაზნიაშვილის ბიუსტი გაიხსნა

გიორგი მაზნიაშვილი

„მე არც მენშევიკების გენერალი ვარ და არც ბოლშევიკებისა, მე ვარ საქართველოს გენერალი!”

მაზნიაშვილისა და წინამძღვრიშვილის ქუჩების კვეთაზე მდებარე  სკვერში გენერალ გიორგი მაზნიაშვილის ბიუსტი საზეიმოდ გაიხსნა.  სკულპტურა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილთან და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილესთან, პოლკოვნიკ ზაზა ჩხაიძესთან ერთად გახსნა. ღონისძიებას მერის მოადგილეები ნინა ხატისკაცი და გიგა ნიკოლეიშვილი,  კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსი ია მაქაცარია, საკრებულოს დეპუტატები და გენერლის შთამომავლები ესწრებოდნენ.

საქართველოს ეროვნული გმირის, დაუმარცხებელ გენერლად წოდებული გიორგი მაზნიაშვილის ბიუსტის ავტორი მოქანდაკე გენადი ზაქარაიაა.

დავით ნარმანიას განცხადებით, გენერლის განუზომლად დიდი ღვაწლი და გმირობა  დაფასებას იმსახურებს და ძეგლის გახსნა, სიმბოლურად, ამის დასტურია.

„გენერალი მაზნიაშვილი იყო ადამიანი, რომელმაც მთელი თავისი ცხოვრების მანძილზე თავდადებით იბრძოლა იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა ყოფილიყო ერთიანი. სწორედ მისი გმირული ღვაწლისდაფასების მიზნით, საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატის ინიციატივით და თბილისის მერიის ორგანიზებით, დაიდგა მნიშვნელოვანი ძეგლი, რომელიც არის სიმბოლო გამარჯვებისა.ასევე, სიმბოლო იმისა, რომ არასოდეს არ დავიხიოთ უკან, როგორი ძლიერიც არ უნდა იყოს მტერი,“-განაცხადა თბილისის მერმა.

გიორგიმაზნიაშვილი 1871 წელს კასპისრაიონში,სოფელსასირეთშიდაიბადა. იუნკერთა სასწავლებლის დამთავრების შემდეგ მაზნიაშვილი მეფისარმიაშიმსახურობდა. იგი მონაწილეობდა   პირველმსოფლიოომში, ასევე, რუსეთ-იაპონიის 1904-1905 წლების ომში. გიორგიმაზნიაშვილი ჯერ მე-11 არმიის, შემდეგ კი თურქების წინააღმდეგიბრძოდა, რისშედეგადაც ქართველებმა ბათუმი და მისი ოლქი დაიბრუნეს. გარკვეული პერიოდის განმავლობაში მაზნიაშვილისაფრანგეთში, ემიგრაციაში, ცხოვრობდა.1937 წელსიგიდააპატიმრესდაშვილთან, ივანემაზნიაშვილთანერთად,გასამართლებისგარეშედახვრიტეს. მისისაფლავისადგილსამყოფელიდღემდეუცნობია.

კომენტარის დატოვება