ფრთხილად, შიდსი!-დავიცვათ ოჯახური სიწმინდე საყვარელი ადამიანის მიმართ ერთგულებით!

თამთა მეგრელიშვილი

იურისტი

თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მრჩეველი გენდერული პოლიტიკის საკითხებში

15228063_1329003850483869_204707727_n

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და გაეროს გენერალური ასამბლეის 1988 წელს მიღებული გადაწყვეტილებით, ყოველწლიურად 1 დეკემბერს შეძენილ იმუნოდეფიციტთან- აივ/შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღე აღინიშნება (World AIDS Day), რომელსაც დღეის მონაცემებით 160-ზე მეტი ქვეყანა უერთდება, მათ შორის საქართველო.

ყოველწლიურად ეს დღე გარკვეულ თემას ეძღვნება,რომელშიც ეპიდემიის  რომელიმე ასპექტია განსაზღვრული – სხვადასახვა სახის ლოზუნგებით!

ძირითადი მიზანი კი ერთია: საზოგადოების გააქტიურება აივ ინფექცია/შიდსის პროფილაქტიკის მიმართულებით,საჭირო რესურსების მოპოვება  პაციენტების მკურნალობისათვის და არსებული სტიგმისა და დისკრიმინაციის აღმოფხვრა.

შიდსი(შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომი)-ინფექციური დაავადებაა რომელსაც იწვევს  ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი (აივ).

ეს ვირუსი უშუალოდ აზიანებს  ადამიანის დამცველ, ე.წ.იმუნურ სისტემას და მწყობრიდან გამოყავს იგი რის შედეგადაც ინფიცირებულ პირს  ადვილად უჩნდება სხვადასხვა ინფექციური ან სიმსივნური  დაავადებები.

ანუ დაავადებას ეწოდება  ადამიანის იმუნოდეფიციტის  ვირუსული ინფექცია (აივ ინფექცია),ხოლო საკუთრივ ტერმინით “შიდსი” აღინიშნება  დაავადების მხოლოდ ბოლო სტადია.

საზოგადოებაში ამ მიმართულებით  დღეს არსებული დისკრიმინაცია

ფაქტიურად ამოქმედებული სტიგმაა რომელსაც შემდეგი ფაქტორები აყალიბებს:

  • აივ ინფექცია არის დაავადება,რომელიც არ იკურნება და ასოცირებულია სიკვდილთან
  • აივ ინფექცია გადამდებია
  • აივ ინფექციის გადაცემისა და ინფექციის თავიდან აცილების გზების შესახებ საზოგადოება ნაკლებად ინფორმირებულია

აივ ინფექცია ასოცირებულია სტიგმატიზირებულ ჯგუფებთან (ნარკომომხმარებლებთან,ჰომოსექსუალებთან,პროსტიტუციის მიმდევრებთან).

გაუცნობიერებლად ხდება საზოადოების მიერ მთი გამოყოფა ტერმინებით “ჩვენ” და “ისინი”

ხშირია სტიგმატიზებული ჯგუფის მიმართ ძალადობისა და დისკრიმინაციის სხვა-დასხვა ფორმები,ასევე უმრავლესობა დაინფიირების შიშით თავს არიდებს მათთან ურთიერთობას.

გახსოვდეთ

შიდსის ვირუსი არ გადადის ჰაერ-წვეთოვანი გზით,ნერწყვით,ხელით,კოცნით.

არ არის საშიში აივ ინფიცირებულთან ერთად ყოფნა სასაწავლო დაწესებულებებში,საზოგადოებრივი თვაშეყრის ადგილებში,როგორიცაა კინოთეატრი,სტადიონი,საცურაო აუზი,და სხვა.

გახსოვდეთ

 შიდსის ვირუსი გადადის

სქესობრივი კონტაქტით (ვაგინალური,ანალური,ორალური)

ინფიცირებულის სისხლის ან მისი  ცალკეული კომპონენტების გადასხმით(აივ ინფიცირებულის სისხლით დაბინძურებული შპრიცის,ნემსის და სხვა სამედიცინო  ინსტრუმენტების გამოყენებისას)

ინფიცირებული დედიდან ნაყოფზე ან ახალშობილზე გადაცემის გზით(მუცლადყოფნის,მშობიარობის ან ძუძუთი კვების დროს).

გაინტერესებთ რა საფრთხეებს ქმნის სტიგმა და დისკრიმინაცია?

სტიგმისა და დისკრიმინაციის შიშით,იმის შიშით რომ ისინი საზოგადოების მიერ გარიყულნი აღმოჩნდებიან უარს ამბობენ  ჩაიტარონ აივზე ტესტირება,ინფიცირებულები მალავენ საკუთარ სტატუსს,უარს ამბობენ მკურნალობასა და მათთვის განკუთვნილ სპეციალიზებულ პროგრამებში მონაწილეობაზე.

ეს კი აუარესებს მათი ჯანმრთელობის მდგომარეობას და ქმნის რისკს როგორც ოჯახის ასევე საზოგადოების  დანარჩენი წევრების მიმართ.

სამწუხაროდ ხშირია შემთხვევები როცა აივ ინფიცირებულებსა და შიდსით დაავადებულებს უარს ეუბნებიან სამედიცინო დახმარების გაწევაზე,ხდება მათი სამუშაოდან დათხოვნა,ხშირია განათლების უფლების შეზღუდვის მაგალითებიც,ხდება მათი იზოლაცია ან იძულებითი მკურნალობა,ხშირად ხდება აივ ინფიცირებული ადამიანების გარიყვა საზოგადოებიდან თქვენ წარმოიდგინეთ საკუთარი ოჯახიდანაც კი.

შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღე ეს არის მსოფლიო საზოგადოების გაერთიანების დღე შიდსის გლობალური ეპიდემიის წინააღმდეგ საბრძოლველად.

ყველა მოქალაქე მათ შორის მეც,ცნობილი ადამიანები,პოლიტიკოსები,ბიზნესისა და მასობრივი  საინფორმაციო საშუალებების  წარმომადგენლები,მთლიანად საზოგადოება უნდა გავერთიანდეთ და საერთო წვლილი შევიტანოთ შიდსის ეპიდემიის შეჩერებაში.

მინდა გვესმოდეს, რომ დღეს აივ ინფექცია აღარ ითვლება სასიკვდილო დაავადებად!

განკურნებადია და თუ თქვენ ჩადენილი  გაქვთ რაიმე სარისკო ქცევა დროულად მიმართეთ სპეციალიზებულ დაწესებულებებს ტესტირებისათვის  ნუ დაიგვიანებთ,გადაარჩინეთ საკუთარი სიცოცხლე!მას ვეღარავინ დაგიბრუნებთ!

ასევე სასურველია თავი შეიკავოთ შემთხვევითი სქესობრივი კავშირებისაგან ან ისარგებლეთ  პრეზერვატივით.

არ გადაისხათ აივ ინფექციაზე შეუმოწმებელი სისხლი,

ისარგებლეთ გასტერილებული სამედიცინო ინსტრუმენტებით,

დაორსულებამდე ქალბატონებმა ჩაიტარეთ გამოკვლევა შიდსის ვირუსზე რათა თავიდან აიცილოთ ინფიცირებული ბავშვის დაბადება.

მე, როგორც თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მრჩეველი გენდერული პოლიტიკის საკითხებში ამ სტატიით ვუერთდები შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღეს და მინდა თქვენთან ერთად შევიტანო ჩემი მცირედი წვლილი შიდსის ეპიდემიის შეჩერებაში და როგორც რიგითი ქართველი და ოჯახის დედა გთხოვთ, დავიცვათ ოჯახური სიწმინდე საყვარელი ადამიანის მიმართ ერთგულებით.

კომენტარის დატოვება