„დღეს ქუჩის გამოკითხვა მქონდა ლარზე, ხალხი შიშით ელის გათენებას!“

ვახო კვარაცხელია

ტელეკომანია „პირველის“ ჟურნალისტი

12391996_1546548042301752_5658148307263145486_n

-„დღეს ქუჩის გამოკითხვა მქონდა ლარზე და ძალიან ბევრი გაჭირვებული ადამიანი ვნახე, რომლებსაც ბანკიდან სესხი დოლარში აქვს აღებული და ლარის გაუფასურების გამო ვალს ვერ ფარავენ. ხალხი ნერვიულობს, განიცდის და ყველაზე ცუდი ის არის, რომ იმედიც გადაწურული აქვთ. მათ ინტერვიუში დავინახე, რომ შიშით ელიან გათენებას, აგერ კიდევ სიგარეტზე და საწვავზე აქციზი იზრდება… რამდენიმე დღეში ყველაფრის ფასი გაორმაგდება… დროა, ქართველი ხალხი გამოფხიზლდეს და მთავრობას მოქმედება მოსთხოვოს! დროა ხელისუფლებამ ხალხის ძალა დაინახოს, თორემ სძინავს ჩვენს მთავრობას!”

კომენტარის დატოვება