“მიხარია რომ არ იკარგება ტრადიციები…” – თბილისობა ნიუ-ორკშიც აღნიშნეს

სპეციალურად GMTV-სთვის ამერიკიდან ლელა ნინუა.

თბილისობა ნიუ – ორკშიც აღნიშნეს, უამრავი ქართველი შეიკრიბა, ტრადიციულად გამოფენა – გაყიდვა , ქართული ტრადიციების ხაზგასმა და ზეიმი, რომელიც თან ახლავს ამ დღესასწაულს საკმაოდ ლამაზად ჩატარდა , ქართული ტრადიციების ხაზგასმით და მრავალხმოვანებით.

აღსანიშნავი იყო ის ფაქტი რომ ფონდ ,, მსოფლიო ტალანტების ” პრეზიდენტმა და სამხატვრო ხელმძღვანელმა , მსოფლიო დონის საოპერო მომღერალმა ბარიტონმა დავით ღვინიანიძემ თბილისობაზე მისი გამოსვლა ლეგენდას გია ყანჩელს მიუძღვნა.

ფონდის “მსოფლიო ტალანტები” პრეზიდენტი და სამხატვრო ხელმძღვანელი  დავით ღვინიანიძე:

-თბილისობის ტრადიციას აქაც ვაგრძელებთ ხელოვანები , გამონაკლისი არც მე ვარ, სადაც ჩემი ქართველობა იკრიბება და მეც მიწვევენ, უარს არასდროს ვამბობ , ჩემს ქართველ მსმენელთან ერთად ვზეიმობთ შემოდგომის ფესტივალს . ჩემთვის თბილისობა ასოცირდება ტივებზე ამაყად და ლაღად მოსეირნე ყარაჩოღელებთან , კინტოებთან , ქართულ მრავალხმოვანებასთან , მიხარია როცა არ იკარგება ტრადიციები და ყველაზე უმთავრესს ურთიერთობებს არ ვივიწყებთ , რადგან ყველას გვახსოვს რომ ,, თბილისი იყო ურთიერთობა ” ეს არის ცხოვრებაშიც მთავარი ჩემო აზრით . თბილისობა ასევე უდიდესი სიყვარულია ტრადიციების მიმართ , პატივისცემაა წინაპრების რომლებმაც დღემდე შემოგვინახეს ღირებულებები . რამდენიმე დღის წინ უდიდეს ხელივანს გამოვეთხოვეთ , ის ეკუთვნის სრულიად სამყაროს თავისი სიდიადით , ჩემი დღევანდელი გამოსვლაც სწორედ მას, გია ყანჩელის შემოქმედებას მივუძღვენი .”

ცნობისთვის, “თბილისობა ” მესამე წელია ანსამბლ ,, ფესვების ” ხელმძღვანელების და დამაარსებლების ვანო გოდერძიშვილისა და შორენა ბარბაქაძის ძალისხმევით ტარდება . წელს კი გრანდიოზულად აღინიშნა, სადაც ყველა ხელოვანმა მოიყარა სცენაზე თავი . 4000 ათასი ქართველი ერთ სივრცეში შეიკრიბა . კონცეეტის წამყვანი გახლდათ მომღერალი : ნინი წიკლაური , მონაწილეებს შორის იყო მაესტრო , კომპოზიტორი გერშვინის პრემისს მფლობელი : ირაკლი შარაზე