თავდაცვის ძალების მეთაურის და ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარის შეხვედრა

ნატოს ჩრდილოატლანტიკური საბჭოს (NAC) ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი ვლადიმერ ჩაჩიბაია ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს, ავიაციის მთავარ მარშალს, სერ სტიუარტ ფიჩს შეხვდა.

საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა ალიანსის უმაღლეს სამხედრო პირს თავდაცვის უწყებაში გატარებული და მიმდინარე რეფორმების შესახებ ესაუბრა. საუბარი ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) განხორციელების პროცესში მიღწეულ პროგრესსა და ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის ეგიდით ავღანეთში მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში საქართველოს წვლილს შეეხო.
მხარეებმა თავდაცვის ეროვნულ სტრატეგიაზეც ისაუბრეს და ნატოსთან გაძლიერებული ურთიერთთანამშრომლობის შესაძლო სფეროები განიხილეს.