“დავით აღმაშენებლის აკადემია“ საერთაშორისო კულტურის სივრცის შექმნას მხარდაჭერას უცხადებს

“დავით აღმაშენებლის აკადემია” საერთაშორისო კულტურის სივრცის შექმნას მხარდაჭერას უცხადებს. როგორც აკადემიის რექტორი ნანა ჯიქია აცხადებს, ასეთი სივრცე მიმზიდველია ყველა ასაკის ადამიანისთვის და ხელს შეუწყობს ტურიზმის კიდევ უფრო განვითარებას.

-ეს არის საშვილიშვილო პროექტი, რომელიც გულისხმობს ამ სივრცეში საქართველოს 12 კუთხის და 196 ქვეყნის გაერთიანებას. მისასალმებელია, რომ 196 ქვეყანას შორის სწორედ ჩვენი 12 სხვადასხვა კუთხე იქნება წარმოდგენილი. ამდენი ქვეყნის კულტურის ერთ სივრცეში წარმოდგენა მნიშვნელოვანი იქნება ახალგაზრდებისთვისაც. იგეგმება ამ პროექტის რეგიონებშც გავრცობა, რასაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

მინდა ვუსურვო წარმატება ამ პროექტის ავტორებს და აქვე გამოვთქვა მხარდაჭერა – დავით აღმაშენებლის აკადემია მხარს უჭერს  საერთაშორისო კულტურის სივრცის შექმნას.

https://www.facebook.com/316963295890562/videos/2084407968327301/UzpfSTEwMDAwMTY2NjU5NjYxNDoyNTQ2MzMxMDg4NzY1NzUz/