ირაკლი კობახიძე: სააკაშვილს კაცობა და ღირსება რომ ჰქონდეს, „ფეიკ” შიმშილობას შეწყვეტდა, თუმცა, ნულოვანი კაცობა და ღირსება აქვს

პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერების შიმშილზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილია პასუხისმგებელი იმაზე, რომ სხვები შიმშილობენ, განსაკუთრებით ელენე ხოშტარია.

მისივე თქმით, სააკაშვილს რომ კაცობა და ღირსება ჰქონდეს “ფეიკ” შიმშილობას შეწყვეტდა, თუმცა, ნულოვანი კაცობა და ღირსება აქვს

“მიხეილ სააკაშვილი პასუხისმგებელია იმ ადამიანების ჯანმრთელობაზე და სიცოცხლეზე, რომლებიც ახლა შიმშილობენ. მას შეუძლია შეწყვიტოს თავის “ფეიკ” შიმშილობა და ამ შემთხვევაში ეს ბუნებრივია, პირდაპირ აისახება ამ ადამიანების ჯანმრთელობაზე. მას რომ ჰქონდეს კაცობა და ღირსება ამას გააკეთებდა, თუმცა, ნულოვანი კაცობა და ღირსება აქვს.

მიხეილ სააკაშვილი პასუხისმგებელია ყველაფერზე, მათ შორის, იმაზე, რომ სხვები შიმშილობენ, ელენე ხოშტარია განსაკუთრებით, რადგან შიმშილობს უკვე 2 კვირაზე მეტია და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის რისკის ქვეშ, მიხეილ სააკაშვილი არის ამაზე პასუხისმგებელი პირდაპირ. მას რომ ჰქონდეს კაცობა, ამის გამო შეწყვეტდა მარტო ამ შიმშილობას, მაგრამ მის კაცობასთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს ჩვენი წარმოდგენა და ეს წარმოდგენა არის მყარი. ჩვენი პასუხისმგებლობა არის ზრუნვა იმაზე, რომ ადამიანების ჯამრთელობას და სიცოცხლეს არ შეექმნას საფრთე. ჩვენ ამისთვის გავაკეთებთ ყველაფერს,”- განაცხადა კობახიძემ.