ყოველი 100 ბავშვიდან 9-ს საავადმყოფოში მოთავსება სჭირდება, ბავშვებზე ხელაღებით თქმა, რომ არაუშავს მსუბუქია და გადაიტანოს, არასწორია – ივანე ჩხაიძე

„ყოველი 100 ინფიცირებულიდან 20 ბავშვია “, – ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა,  ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ბავშვებში გაცილებით უფრო საშიშია პოსტკოვიდური გართულებები.

„არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ქვეყანაში კორონავირუსით 8 ბავშვი გარდაიცვალა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ანგარიშის თანახმად, ყოველი 100 ბავშვიდან 9 ბავშვს სჭირდება საავადმყოფოში მოთავსება. ძალიან დიდი ციფრია. ასეთი მაჩვენებელი შარშან არ იყო. ინფიცირებულთა რაოდენობაში ბავშვების წილი გაზრდილია. ყოველი 100 ინფიცირებულიდან 20 ბავშვია. ბავშვებზე ასეთი ხელაღებით თქმა, რომ არაუშავს მსუბუქია, გადაიტანოს, არასწორია. ბავშვებში გაცილებით უფრო საშიშია პოსტკოვიდური გართულებები“,- – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.