„შევესწარი, ტიტვლები იყვნენ და მეტი რა უნდა მენახა-გავლახე” –  სექსუალური ძალადობის მსხვერპლი 12 წლის ბიჭის მამა

სამეგრელოს ერთ-ერთ სოფელში არასრულწლოვანის მიმართ სექსუალური ძალადობა განხორციელდა.

არსებული ინფორმაციით, რადენიმე დღის წინ დანაშაულში ბრალდებული მამაკაცი დაზარალებული 12 წლის მოზარდის სახლში მივიდა, სადაც მამა და არასრულწლოვანი ბიჭი ცხოვრობენ. ბრალდებულმა მიიღო ალკოჰოლი და აღნიშნული დანაშაული სწორედ ამის შემდგომ მოხდა. მომხდარს მოზარსი მამა შეესწრო.

„ერთმანეთს იცნობდნენ უფრო მეტად, მე არ ვიცნობდი კარგად. შევესწარი. ტიტვლები იყვნენ და მეტი რა უნდა მენახა- გავლახე, იმ ღამესვე დავიჭირე. მარტო ვცხოვრობთ მე და ბავშვი,” – განაცხადა მოზარდის მამამ.

მომხდარ ფაქტზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით არის აღძრული, რაც თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევას გულისხმობს.

12 წლის ბიჭს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა. მასთან ფსიქოლოგები მუშაობენ. მოზარდი უკვე გამოიკითხა სოცმუშაკების თანდასწრებით.