„დიდი მადლობა ყველას! მიშას გადაყვანის გადადება აღარ შეიძლება არც ერთი დღით“- სანდრა რულოვსი

საქართველოს მესამე პრეზიდენტის ყოფილი ცოლი, სანდრა ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის დატოვება ციხეში ერთი დღეც კი აღარ შეიძლება და ის სასწრაფოდ უნდა გადაიყვანონ სამოქალაქო კლინიკაში.

„დიდი მადლობა ყველას! მიშას გადაყვანის გადადება აღარ შეიძლება არც ერთი დღით“ – წერს სანდრა რულოვსი „ფეისბუქზე” და ეხმაურება ომბუდსმენის მიერ შექმნილ სპეციალისტთა ჯგუფის დასკვნას, რომლის მიხედვით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის კრიტიკულობიდან გამომდინარე, მისი მკურნალობის გაგრძელება დაუყოვნებლივ რეკომენდებულია ფუნქციურად გამართულ და დიდი გამოცდილების მქონე პოლიპროფილურ ჰოსპიტალში