პაატა ბურჭულაძე – ჩავთვალოთ, რომ მთავრობამ უკვე მოკლა მიშა, მაგრამ ღმერთმა გადაარჩინა და გვაქვს შანსი, რომ უკან მოვაბრუნოთ

ჩავთვალოთ, რომ მთავრობამ უკვე მოკლა მიშა, მაგრამ ღმერთმა გადაარჩინა და გვაქვს შანსი, რომ უკან მოვაბრუნოთ, – ასე გამოეხმაურა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ გონების დაკარგვის ფაქტს მსოფლიო ბანი პაატა ბურჭულაძე, რომელიც სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში უკვე სამი დღეა შიმშილობს.

როგორც პაატა ბურჭულაძე აღნიშნავს, „მიშას გადარჩენით გადარჩება საქართველო“ და პირადად ის სწორედ საქართველოს გადასარჩენად შიმშილობს.

„მიშამ დღეს მთელი საქართველო შეაშინა. ხელისუფლებისადმი მაქვს მოთხოვნა, რომ სასწრაფოდ გადაიყვანონ ის მულტიფუნქციურ კლინიკაში, რომ გადავარჩინოთ მისი სიცოცხლე – მასზე გადის, დღეს საქართველო გადარჩება თუ არა. გადავარჩენთ მიშას, გადავარჩენთ საქართველოს – არ გადავარჩენთ მიშას და საქართველო დაიღუპება, წავა ძალიან ცუდი გზით. არც მინდა წარმოვიდგინო, მისი დაღუპვის შემთხვევაში, რა შეიძლება მოხდეს საქართველოში.

დღეს იღუპება საქართველო. შიმშილობა გამოცხადებულია მიშაზე კი არა, საქართველოზე. ამიტომაც ვუერთდები ყველას, ვინც მოშიმშილეა.” – განაცხადა ბურჭულაძემ.