გლდანის ციხეში ირაკლი კობახიძე, დიმიტრი ხუნდაძე და დავით სერგეენკო იმყოფებიან

გავრცელებული ინფორმაციით, გლდანის მე-18 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე იმყოფება.

გლდანის ციხეში მოსანახულებლად იმყოფებიან ასევე დიმიტრი ხუნდაძე და დავით სერგეენკო.

მესამე პრეზიდენტს ხვდება მისი პირადი ექიმი, ნიკოლოზ ყიფშიძეც.

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმებაზე მისმა ადვოკატმა ბექა ბასილაიამ ისაუბრა. თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილი ადვოკატების ოთახის დატოვების შემდეგ, „მოწყვეტით დაეცა“ და გონება დაკარგა.