რეანიმატოლოგი რომ არ ყოფილიყო, სააკაშვილის გადარჩენა შეუძლებელი იქნებოდა – ხატია დეკანოიძე

რეანიმატოლოგი რომ არ ყოფილიყო, სააკაშვილის გადარჩენა შეუძლებელი იქნებოდა – ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის წევრმა ხატია დეკანოიძემ გლდანის ციხის საავადმყოფოდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, სააკაშვილი ასეთ მორიგ დარტყმას, კოლაფსში ჩავარდნას ვერ გადაიტანს.

,,იგი არის ცუდად და რომ არ ყოფილიყო რეანიმატოლოგი შემთხვევით, მისი გადარჩენა პრაქტიკულად იქნებოდა შეუძლებელი. შემდეგი ასეთი კრიზი თუ განმეორდა, ასეთ მორიგ დარტყმას, კოლაფსში ჩავარდნას – მიხეილ სააკაშვილი ვერ გადაიტანს. მხოლოდ იმიტომ გადარჩა, რომ ეს ადამიანი იმყოფებოდა და პირველადი დახმარება გაუწია. მთელი დღის განმავლობაში იყო ცუდად. ძალიან მცირე დრო გვაქვს. კონტაქტური არის, მაგრამ საუბარი არ შეუძლია. კალიუმის ნაკლებობა რომ აქვს, აქვს ტკივილები გულმკერდის არეში, სტკივა ფეხები, კუნთები. მიშას აქვს დარჩენილი ალბათ ძალიან ცოტა ხანი. ექიმმა თქვა, რომ გონების დაკარგვა გაგრძელდა საკმაოდ დიდხანს” – განაცხადა დეკანოიძემ.