ირაკლი კობახიძის განცხადება წარმოადგენს ექიმებზე ზეწოლის უპრეცედენტო ფაქტს – სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება

საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება განცხადებას ავრცელებს.

ასოციაცია ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.

„გართიანების წევრი ასოციაციებისთვის მიუღებელია ბატონი ირაკლი კობახიძის განცხადება, სადაც ის საუბრობს სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმის წევრი ექიმების მიკერძოებულობასა და მათი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებაზე.

აღნიშნული განცხადება წარმოადგენს ექიმებზე ზეწოლის უპრეცედენტო ფაქტს.
კონსილიუმში მონაწილე ექიმები კარგად არიან ცნობილი საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანებისთვის, ისინი არიან მაღალკვალიფიციური სპეციალისტები თავის დარგში და დაინტერესებულები არიან მხოლოდ პაციენტის კეთილდღეობით და ჯანმრთელობით.

საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება სრულ მხარდაჭერას უცხადებს კონსილიუმს.
მივმართავთ ხელისუფლებას, განსაკუთრებით ჯანდაცვის მინისტრს და პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს უზრუნველყონ ექიმების პატივისა და ღირსების დაცვა.

1. აიპ “საქართველოს უროლოგთა ასოციაცია” – არჩილ ჩხოტუა2. აიპ “საქართველოს მეან-გინეკოლოგთა ასოციაცია სმგა” – თენგიზ ასათიანი3. აიპ “საქართველოს მეან-გინეკოლოგთა და პერინატოლოგთა ასოციაცია” – ნიკოლოზ კინტრაია4. აიპ “საქართველოს ანგიოლოგთა და სისხლძარღვთა ქირურგთა ასოციაცია”- კონსტანტინე ყიფიანი5. ორთოპედ ტრავმატოლოგთა ასოციაცია – ზურაბ ხაბეიშვილი6. აიპ “სოციალური პედიატრიის დაცვის ფონდი” – გიორგი ჩახუნაშვილი7. აიპ საქართველოს ავლიპ ზურაბიშვილის სახელობის ფსიქიატრთა საზოგადოება” – ეკა ჭყონია, ნინო ოკრიბელაშვილი9. საქართველოს რეპროდუქციული მედიცინისა და ემბრიოლოგიის ასოციაცია ლიკა ჭყონია10. ხარისხის საკონსულტაციო ჯგუფი – მარინა შიხაშვილი11. აიპ “ცერებრული ჰემოცირკულაციის და ნეიროსონოლოგიის საქართველოს საზოგადოება” – მარიკა ალფაიძე12. გადაუდებელი მედიცინის ასოციაცია -გიორგი გოცაძე13. Ქრონიკულ დაავადებათა მონიტორინგის ასოციაცია ელისაბედ კუჭავა14. საქართველოს მერაბ კილაძის სახელობის მცირე ინვაზიურ ქირურგთა ასოციაცია- დავით აბულაძე15. საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოება- არჩილ ჩუხრუკიძე16. სასწრაფო დახმარების ასოციაცია- გიორგი ვაშაკიძე20. “საქართველოს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პრევენციისა და რეაბილიტაციის ასოციაცია” ზურაბ კლიმიაშვილი“, – აღნიშნულია სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება განცხადებაში.