გადაიყვანეთ სააკაშვილი ამ წყეულ სამოქალაქო კლინიკაში – იან კელი

„ბოლოს და ბოლოს, გადაიყვანეთ ამ წყეულ სამოქალაქო კლინიკაში“, – ასე ეხმაურება აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში, იან კელი სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების ფონზე შექმნილ სიტუაციას.

როგორც ყოფილი ელჩი ტვიტერზე წერს, ამ საქმეს პასუხისმგებლიანად უნდა მიუდგეს ყველა.

„სააკაშვილმა თქვა, რომ შეწყვეტს შიმშილობას, თუკი სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანენ.

შემოავლეთ [სამოქალაქო კლინიკას] ღობე პერიმეტრზე, თუ მისი გათავისუფლება  გადარდებთ. უბრალოდ, მიუდექით პასუხისმგებლობით ამ საქმეს და გააკეთეთ“, – წერს იან კელი..