Amnesty International – მიუღებელია თავდასხმები საქართველოს სახალხო დამცველის წინააღმდეგ – მთავრობამ პატივი უნდა სცეს, არ შეაფერხოს უფლებადამცველი ინსტიტუტების მუშაობა და განახორციელოს მათი რეკომენდაციები

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია “ამნესტი ინტერნეიშენალი” „ტვიტერზე” გამოეხმაურა საქართველოს სახალხო დამცველის მიმართ გაკეთებულ განცხადებებს.

“მიუღებელია თავდასხმები საქართველოს სახალხო დამცველის წინააღმდეგ, რომელიც ასრულებს ადამიანის უფლებათა დაცვის საქმეს. მთავრობამ პატივი უნდა სცეს, არ შეაფერხოს უფლებადამცველი ინსტიტუტების მუშაობა და განახორციელოს მათი რეკომენდაციები, რათა პრიორიტეტული იყოს ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა”, – წერია განცხადებაში.