სააკაშვილის კერძო კლინიკაში გადაყვანა შესაძლოა, მიზნად პროვოკაციებს ისახავდეს – გიორგი კახიანი

“ქართული ოცნების” წევრი გიორგი კახიანი დარწმუნებულია, რომ მიხეილ სააკაშვილის რეაბილიტაცია გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულებაშიც მარტივად შესაძლებელია. დეპუტატის თქმით, კერძო კლინიკაში გადაყვანა მესამე პრეზიდენტის თვითმიზანია, რაც არ არის გამორიცხული “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან პროვოკაციებს საგანი გახდეს.

,,სად უნდა იმკურნალოს სააკაშვილმა, ამ კითხვაზე პასუხი უნდა გასცენ, პირველ რიგში, ექიმებმა. მისი შიმშილობის შემდგომი რეაბილიტაცია მარტივად შეიძლება იმ დაწესებულებაშიც, სადაც იგი იმყოფება, მაგრამ ფაქტია, რომ იგი არ იღებს ამ გადაწყეტილებას, თითქოს მისი თვითმიზანია, რომ მისი გადაყვანა მოხდეს კერძო კლინიკაში. პოლიტიკურად თუ შევხედავთ ამას, აი, ასეთი სურათი იხატება. ეს მიზნად შესაძლოა, ისახავდეს გარკვეული პროვოკაციების მოწყობას შემდგომ კლინიკაში და მემგონი, ამ რისკებს ვერავინ გამორიცხავს. მითუმეტეს, როდესაც ვიცით როგორი პოლიტიკური ბუნება აქვს იმ რადიკალურ ძალას, როგორიც არის, ვთქვათ, „ნაციონალური მოძრაობა“, – ამბობს გიორგი კახიანი.

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა გუშინ ადვოკატებთან შეხვედრის დროს გონება დაკარგა, რისე შემდეგაც ის ციხის რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს. პრეზიდენტის მდგომარეობა კრიტიკულია.