უკრაინის საგარეო უწყება – მივმართავთ საქართველოს ხელისუფლებას, მიხეილ სააკაშვილი მრავალპროფილურ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანონ

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ მიხეილ სააკაშვილი მრავალპროფილურ კლინიკაში გადაიყვანონ.

„უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო შეშფოთებულია გლდანის #18 ციხის საავადმყოფოში მყოფი უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო.

უკრაინული მხარე მიმართავს საქართველოს მთავრობას, უზრუნველყონ მიხეილ სააკაშვილის სათანადო სამედიცინო დახმარება და გადაუდებელი დახმარებისთვის ის მულტიპროფილურ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანოს.

საქართველოში უკრაინის საელჩოს დიპლომატები ელოდებიან დასტურს, რათა დღეს მოინახულონ მიხეილ სააკაშვილი, თანამშრომლობენ ადვოკატებთან და უფლებადამცველებთან, ასევე, რეგულარული კონტაქტი აქვთ ახლობლებთან.

უკრაინა კვლავაც განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს უკრაინის მოქალაქის მიხეილ სააკაშვილის უფლებების დაცვას და მის უკრაინაში დაბრუნებას“, – აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.