ახლა ვარ ნიუ ჰოსპიტალში, მშვენივრად ვგრძნობ თავს, დანარჩენი მერე – ელენე ხოშტარია

„დროას” ლიდერი, ელენე ხოშტარია 16 დღიანი შიმშილობის შეწყვეტისა და კლინიკაში გადაყვანის შემდეგ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

ხოშტარია  სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს მადლობას უხდის და წერს, რომ ამ დროისთვის ის „ნიუ ჰოსპიტალშია” მოთავსებული.

„დიდი მადლობა რესპუბლიკურის ბრიგადებს, ექიმებს, რომლებიც შემიყვარდა ამ დღეებში. საოცრად მივლიდნენ. ასევე მადლობა პარლამენტის ადმინისტრაციას ხელშეწყობისთვის. მადლობა ვახო კალოიანს ყოველმხრივ დახმარებისთვის.

ეხლა ვარ ნიუ ჰოსპიტალში, მშვენივრად ვგრძნობ თავს, დანარჩენი მერე” – წერს ელენე ხოშტარია.